სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ჰანი: როგორც ჩანს, დასაკავებელთა სიები თურქეთს წინასწარ ჰქონდა მომზადებული

Open Days - European Week of Cities and Regions

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარ იოჰანეს ჰანის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ სიები, რომლის მიხედვითაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა დაკავება მიმდინარეობს, წინასწარ იყო შედგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ისე ჩანს, თითქოს, რაღაც წინასწარ იყო მომზადებული. სიები ხელმისაწვდომია, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი წინასწარ იყო მომზადებული, რათა მომავალში რაღაცაში გამოეყენებინათ. მე ძალიან შეწუხებული ვარ. ესაა ის, რისიც გვეშინოდა", - თქვა იოჰანეს ჰანმა.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთმა 6 000 ადამიანი დააკავა. ამასთან, გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაღალი რანგის სამხედროები და 2 700 მოსამართლე. გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 265 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები