აჭარის მთავრობა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია

http://www.postalioni.com/

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. მას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა ცხრა დეპუტატმა არ მიიღო.

ზურაბ პატარიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს. მას კანონით, ათდღიანი ვადა აქვს. ამასთან, ყველა კანდიდატი საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან უნდა იყოს შეთანხმებული.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობა გუშინ გადააყენა და რწმუნებულის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა. მარგველაშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი პოლიტიკური ვაკუუმის თავიდან აცილება იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თანამდებობა 6 ივლისს დატოვა.

კომენტარები