აჭარის მთავრობა

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა გადააყენა და რწმუნებული დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობა გადააყენა და თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ბათუმელებთან საუბარში ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე. მისი თქმით, პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს წარუდგინა დოკუმენტაცია და თქვა, რომ "ზურაბ პატარაძე დანიშნულია რწმუნებულად და გადაყენებულია მთავრობაც".

კახიძის განმარტებით, რწმუნებული ორი თვის ვადით არის დანიშნული. ამ დროში, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიონ, ან უმაღლესი საბჭო დაითხოვონ და გამოაცხადონ საპრეზიდენტო საბჭო.

"რწმუნებული მიიყვანს არჩევნებამდე პროცესს და ამის შემდეგ თავისთავად გაირკვევა, ვინ იქნება ახალ მთავრობაში", - ამბობს კახიძე. 

დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თანამდებობა 6 ივლისს დატოვა. 

კომენტარები