კრიმინალი

Netgazeti: ქმარმა ცოლს ყურები მოაჭრა, მამაკაცი კი, რომელმაც ის დაიცვა - მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნეტგაზეთის ინფორმაციით, 10 ივლისს ღამით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში ქმარმა ცოლს ყურები მოაჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი, რომელმაც მისი ცოლი დაიცვა - მოკლა. ინფორმაციას ნეტგაზეთი მოკლულის ნათესავებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებული ცოლს სცემდა და სახლიდან გასვლას უკრძალავდა.

ტაბულასთან საუბარში შსს მამაკაცის მკვლელობის და ცოლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, "ყურების დაჭრას" - ვერა. უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და მე-11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის). 

კომენტარები