დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი

ქემერონის გადადგომის შემდგომ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გახდება

Britain's Prime Minister David Cameron speaks to British and U.S. troops at Camp Bastion, outside Lashkar Gah, in Helmand Province, Afghanistan
REUTERS

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დედოფალს 13 ივლისს მიმართავს. BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი, დევიდ ქემერონის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, 13 ივლისს, საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდება.

ბრიტანეთის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატია. ტერეზა მეის ერთადერთმა მეტოქემ, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ანდრეა ლიდსომმა საკუთარი კანდიდატურა პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობის პოსტზე დღეს მოხსნა. საკუთარი გადაწყვეტილება ლიდსომმა საჭირო მხარდაჭერის უქონლობით ახსნა.

ცნობისთვის, დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის პოსტს 2010 წლიდან იკავებს. გადადგომის შესახებ განცხადება ქემერონმა, 2016 წლის 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმში ევროკავშირის წევრობის შესახებ Brexit-ის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

კომენტარები