ჩრდილოეთ კორეა "ფიზიკური პასუხით" მას შემდეგ დაიმუქრა, რაც აშშ და სეული შეთანხმდნენ, სამხრეთ კორეაში მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა განათავსონ.
სისტემის განთავსების ადგილი უცნობია. ფხენიანის განცხადებით, "პასუხი" მაშინ იქნება, როდესაც ლოკაცია გაირკვევა.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეთანხმების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწისქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა, სეულის ცნობით, რაკეტამ მარცხი განიცადა.
მუქარა ჩრდილოეთ კორეისგან პირველი არ არის. ამას აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მისამართით რეგულარული ხასიათი აქვს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამერიკამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს სანქციები დაუწესა. ფხენიანმა ეს "ომის ღია დეკლარირებად" შეაფასა.





