NATO-ს ვარშავის სამიტი

რუხაძე: ხელისუფლებას არ ჰქონია გეგმა, ალიანსისგან როდის რა უნდა მიეღო

კარგია, რომ ალიანსი გაფართოვდა. პლუს, ღია კარის პოლიტიკა შენარჩუნებულია და კარგია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში 4 ახალი ბატალიონი დაემატება, რაც პირდაპირი გზავნილია რუსეთისთვის. საქართველოსთვის ძალიან კარგია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას ახლებურად უყურებენ და საქართველოსა და უკრაინის როლი გაიზრდება. ასევე ძალიან კარგია, რომ NATO საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. 2006 წლის შემდეგ ეს სამიტი ყველაზე მეტად იყო მოლოდინებისგან დაცლილი და ეს არის შედეგი იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია გეგმა, ალიანსისგან როდის რა უნდა მიეღო. 

პოლიტიკური პარტია სახელმწიფო ხალხისათვის წევრი გიორგი რუხაძე ვარშავის სამიტის შედეგების შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში

კომენტარები