NATO-ს ვარშავის სამიტი

რუხაძე: 2006 წლის შემდეგ, ვარშავის სამიტი მოლოდინებისგან ყველაზე დაცლილი იყო

 ვარშავის სამიტი იყო მოლოდინებისგან ყველაზე დაცლილი სამიტი 2006 წლის შემდეგ. იმიტომ, რომ ყველა სამიტზე საქართველო ბევრად უფრო აქტიურად ელოდა კონკრეტულ მიღწევას და შედეგს. აქ რეალურად საქართველო აღარაფერს აღარ ელოდა, გარდა უბრალოდ პოზიტიური გზავნილებისა. ბუნებრივია არსებობს საგარეო ფაქტორები, აქ არის რუსეთის ფაქტორი, აქ არის სკეპტიკური ქვეყნების ფაქტორი, მაგრამ რაც მთავარია ეს არის შედეგი იმისა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია სტრატეგია და გეგმა თუ რისი მიღწევა უნდოდა მას ალიანსთან მიმართებაში. 

სახელმწიფო ხალხისათვის წევრი გიორგი რუხაძე NATO-ს ვარშავის სამიტის გზავნილებსა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შანსებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები