NATO-ს ვარშავის სამიტი

ბოკერია: თუ ვიქნებით ფორმაში, შეგვიძლია თავისუფალ ერთა ოჯახში დავბრუნდეთ

ჩვენ ვართ სერიოზული საფრთხეებისა და, ასევე, სერიოზული შესაძლებლობების პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის კიდევ ერთი ისტორიის ფანჯრის გახსნა იწყება. თუ არ ვიქნებით ფორმაში, ამ ამბავმა შეიძლება უმძიმესი დარტყმა მოგვაყენოს, დაგვაკარგვინოს დიდი დრო, თაობა და მსხვერპლიც მოგვიტანოს. თუ ვიქნებით ფორმაში, გვაქვს შანსი, რომ ჩვენს ისტორიულ ამოცანას თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნების, მეტი დაცულობისა და თავისუფლების, მივაღწიოთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, სადაც პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ვარშავის სამიტის შემდეგ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კომენტარები