NATO-ს ვარშავის სამიტი

კანდელაკი: საქართველოსთვის სტრატეგიული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა იშლება

 ევროპასა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ საქართველოს წინაშე იშლება ისტორიული შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ იმ სტრატეგიულ ისტორიულ მიზნებს, რისკენაც ვიღწვით 1991-1992 წლებიდან. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; NATO-ში, ევროკავშირსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ინსტიტუტებში, იმ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია, რომელსაც ჩვენ მოვწყდით საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის გამო. ამ მიზნების მიღწევა ნელ-ნელა ხდება რეალური. თუ საქართველოს ეყოლება ქართული ოცნების სახით ხელისუფლება, თუ საქართველოს სათავეში კვლავ იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმეორებს, რომ უნდა NATO და ევროკავშირი... მაშინ საქართველო ამ შესაძლებლობას გაანიავებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი NATO-ს ვარშავის სამიტის გზავნილებსა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შანსებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები