ჯონ კერის ვიზიტისას, მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა გახლდათ, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს დემოკრატიის განვითარებას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე. პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრებისას აღინიშნა ის მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება კარგი და სტაბილური საარჩევნო გარემოს შენარჩუნებას საქართველოში. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომ ყველა ხმა, მიუხედავად იმისა, მოდის მთავრობიდან თუ ოპოზიციიდან, იყოს ხელმისაწვდომი მედიის საშუალებით. საქართველოსა და ამერიკას აქვთ ერთობლივი წუხილი, რომ მედიის სარედაქციო პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ეხება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას.
tbl.ge/1spq
დაკოპირდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი. რუსთავი ორის თარგმანი.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




