ქრთამის აღება

ქრთამის აღების ბრალდებით განათლების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის მენეჯერი დავით მაღრაძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

"დავით მაღრაძე ქრთამის აღების დროს დავაკავეთ", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები