აფეთქება ბანგლადეშში

ბანგლადეშში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ბანგლადეშში, კიშორგანჯის ოლქში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვეპლა, 7 კი დაშავებულია. დაღუპულთაგან ერთ-ერთი პოლიციელი იყო.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ქალაქი კიშორგანჯი, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასგან 140 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, 1 კვირის წინ დაკაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ტერაქტს მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვეპლა.

ადგილობრივი ოფიცრის თქმით, ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების გამო, ქვეყანაში პანიკაა.

კომენტარები