გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. მე არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია სწორედ, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს
tbl.ge/1sjw
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ხსნის, რატომ არ უჭერს მხარს მისი გუნდი, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის კანდიდატურას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე [წყარო: ინტერპრესნიუსი]
ამავე თემაზე
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს
- პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი გვითხრეს - სამპიეტრო
- ეუთოს PA კოტე იოსელიანზე: დაშინება შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთანო
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაპუაშვილსა და სამხარაძეს შეხვდა
- ზურაბიშვილი: პია კაუმას მიერ ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა




