საქართველო-გერმანია

საქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის მიმართულებით. ასევე საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს.

პრეზიდენტის საგარეო მდივნის თენგიზ ფხალაძის თქმით, შეხვედრისას ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მან აღნიშნა, რომ მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელეს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან დიდი ინტერესი გამოიკვეთა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან, დემოკრატიულ რეფორმებთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.

"საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება გერმანიის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა", - თქვა ფხალაძემ.

კომენტარები