სავალდებულო სამხედრო სამსახური

ნონიაშვილი: თინა ხიდაშელმა გადადგა პოპულისტური ნაბიჯი წინასაარჩევნოდ

ვფიქრობ, თინა ხიდაშელმა გადადგა პოპულისტური ნაბიჯი წინასაარჩევნოდ. რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო მოცემულობა და საჭიროება შეიძლება, ითქვას, რომ ამას ითხოვდა. არ ვიცი, ეს რამდენად სწორი გათვლაა, რამდენად მოიტანს შედეგს, მაგრამ ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, რომელიც პოლიტიკურ კარიერასთან, წინასაარჩევნოდ ელექტორატის მოკრებასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას უქმნის საფრთხეს. თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნული, არავისთან არ იყო კოორდინირებული. ზუსტადაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გვავალდებულებს იმას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მოხდეს კოორდინირება. ამ შემთხვევაში, ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ უშიშროების საბჭოში, კრიზისების საბჭოში ამაზე განხილვები მიმდინარეობდა, რასაც დაეყრდნო თავდაცვის მინისტრი, რომ წვევამდელებს თავდაცვის სამინისტროში არ მიიღებს ამ წლის განმავლობაში, მაშინ შეგვეძლო, სხვანაირად გველაპარაკა. თვითნებობა არის საფრთხისშემცველი. ვფიქრობ, თინა ხიდაშელმა ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან.

იურისტი გიორგი ნონიაშვილი თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე, რომ 2017 წლიდან თავდაცვის უწყება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეებს აღარ გაიწვევს. ტაბულა, გადაცემა თეორემა.

კომენტარები