სავალდებულო სამხედრო სამსახური

ანა დოლიძე: გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ ჯარი არ გივარგათ

ღარიბაშვილმა გირჩი საფრთხეს უქმნის ქვეყანასო. გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ არ გივარგათ ჯარი და ყოველ წელს ათასობით ახალგაზრდა მიგყავთ ყარაულებად და დარაჯებად თითქმის უფასოდ. მერე გინდათ, რომ მოატყუოთ ხალხი, რომ ეს "სამხედრო სამსახურია" და დააბრალოთ, რომ ამათ არ უყვართ სამშობლო იმიტომ, რომ ყარაულებად უფასო მუშახელი არ უნდათ რომ იყვნენ.

შესაცვლელია ეს სამარცხვინო იერარქიული და ექსპლოატაციური სისტემა და მაგის რეფორმის ხედვა წარმოგედგინათ ჯობდა. გადადით მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე, ან გააკეთეთ ისეთი თანასწორი და საყოველთაო გაწვევა (ბალტიისპირეთი, ისრაელი), სადაც თქვენ ფუმფულა ბალიშებზე გაზრდილ შვილებსაც გაუშვებთ და ნახეთ მერე, გირჩს მუშტარი თუ ეყოლება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე თავის Facebook გვერდზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.

კომენტარები