სავალდებულო სამხედრო სამსახური

ომბუდსმენი სავალდებულო გაწვევაზე: სახელმწიფოს ფინანსები წყალში იყრება

ის, რომ ხარვეზები სამხედრო სავალდებულო სამსახურში არსებობდა, ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით, მათ შორის სპეციალური დებატებიც მოვაწყვეთ, სადაც კიდევ უფრო გამოჩნდა, რომ ამ სამსახურს სჭირდება დახვეწა. რეალურად, ამ სამსახურის გამოყენება სჭირდებოდა სხვა მიზნებისთვის შესაბამის უწყებებს ანუ იგივე სამხედრო მომზადების დონე იყო დაბალი, ისევე როგორც მომზადების ხარისხი. ძირითადად ხდებოდა წვევამდელების გუშაგებად გამოყენება და რეალურად, სახელმწიფოს ფინანსები იხარჯებოდა სხვა მიზნებისთვის და შეიძლება, აქ შრომითი ექსპლუატაციის საკითხებზეც გვესაუბრა. თუ იქნება ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, აუცილებელია, რომ რეალურად იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. დღევანდელი მოცემულობით ეს სამსახური არ არის სამხედრო, არ ხდება შესაბამისი სამხედრო მომზადება, რეალურად, სახელმწიფოს ფინანსები და რესურსები წყალში იყრება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თინა ხიდაშელის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო გაწვევაზე უარს ამბობს.

კომენტარები