უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტმა მოსამართლეობის კანდიდატებად კვლავ თოდუა და ლალიაშვილი წარადგინა

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს ხელმეორედ სთავაზობს. პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსამართლეობის მესამე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. 

"დღეს ხელახლა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გამაჩნია, წარვადგენ ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს. ეს არის მათთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება” , - განაცხადა მარგველაშვილმა და მოუწოდა პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს უზენაეს სასამართლოში არსებული პრობლემები და მხარი დაუჭიროს მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს.

კომენტარები