უბედური შემთხვევა

ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ტაბულა

აღმაშენებლის გამზირზე, ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად, ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ქვესადგურის დაზიანებისას, ადგილზე მუშები იმყოფებოდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

უწყებისვე ინფორმაციით, ტრანსფორმატორის აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია და ვითარებას პოლიცია სწავლობს.

კომენტარები