ვანო მერაბიშვილის საქმე

ივანიშვილი მერაბიშვილზე: კარგი იყო, გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო

როგორ ახერხებთ კითხვაში სურვილების გამომჟღავნებას, ამასაც მიაქციეთ ყურადღება და მე ამას ვხედავ. გამოძიება დაიწყო და ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა რუსთავი 2-ს რომ დააყენოს. სურვილები იკვეთება კითხვაში, გასაგებია, მაგრამ მეც მაქვს უფლება, რომ შეგახსენოთ და მიგანიშნოთ, რომ კითხვა უნდა იყოს უფრო კორექტული, ვიდრე თქვენ ახერხებთ ამას, დასვათ. გამოძიება დაიწყო და გამოძიებას დაველოდოთ - ეს იქნება ჩემი პასუხი. ჩემი აზრით, კარგი იყო, რომ გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო.

 

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის კითხვაზე - „ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე შეიძლება თუ არა, დადგეს ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი? დაიკითხება თუ არა ფარცხალაძე?"

კომენტარები