ადამიანებს ჰგონიათ, რომ პოლიტიკური პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს უდანაშაულო. მე არ ვამბობ, ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, უდანაშაულოა, ეს ცალკე საკითხია. იმიტომ რომ სასამართლოს ვერდიქტს, რომელმაც მისი უფლებები დაარღვია, მე არ ვენდობი. შესაბამისად, ამ თემაზე არ ვმსჯელობთ, მაგრამ პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის აუცილებლად უდანაშაულო. რა ჰგონიათ, რომ ნელსონ მანდელა უდანაშაულო იყო? მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მის დაკავებას ჰქონდა პოლიტიკური მოტივები, სწორედ ამიტომ ის იყო ჩათვლილი პოლიტიკურ პატიმრად. დამნაშავე ან მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ ადამიანსაც აქვს თავისი ღირსება, წინა ხელისუფლებას ამას არ ვედავებოდით? შესაბამისად, ის უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს მიერ განსჯილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ირღვევა მისი უფლებები, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ უფლებადარღვეული პატიმარი არ არის დამნაშავე. ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ხდება - მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მოქმედებდა არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჰქონდა კიდევ რაღაც ფარული ინტერესი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე მაგალითად, წავალ და სადმე უკანონოდ მოვჭრი ხეს, ეს შეიძლება, იყოს მართლაც სსკ დანაშაული, მაგრამ მე თუ მიჭერენ იმიტომ, რომ ეს დანაშაული გამოიყენონ საბაბად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად, ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც დაამტკიცა 47 ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეამ, ადამიანი იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაძლოა, ჩაიდინა დანაშაული, თუ ამ დანაშაულისთვის კი არ ზის, არამედ იმისთვის, რომ არის პოლიტიკურად აქტიური ან არსებობს სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესი, ის ითვლება პოლიტიკურ პატიმრად.
tbl.ge/1rng
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში, ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება




