ხელისუფლებისგან ძალიან უცნაურ განცხადებებს ვიგებთ, რომ "ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერად ცნო, მაგრამ ვასაჩივრებთ". თუ კანონიერად ცნეს, რას ასაჩივრებთ? ეს შანსები პრაქტიკულად არ არსებობს, ეს არის ნულის ტოლი. ეს არის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, განსხვავებული აზრი არავის არ დაუწერია, არ არის საკითხი, რომელიც არაორდინალური თემაა. ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეები არის ძალიან მყარი საფუძველი, ამიტომაც არის პარალელი გავლებული ამ გადაწყვეტილებაში, ძალიან წააგავს არსებული პოლიტიკური კონტექსტი მაშინდელ უკრაინულ პოლიტიკურ კონტექსტს. ეს პარალელი ძალიან ნათელია. მთავრობას 2014 წელს აბსოლუტურად არაფერი არ წარუდგენია ევროსასამართლოსთვის, არავითარი მტკიცებულება ანუ სივრცე არ არსებობს გასაჩივრებისთვის, შესაბამისად, დიდ პალატამდეც ვერც მიაღწევს ეს ე.წ საჩივარი. ისინი უბრალოდ დროის გაწელვას ცდილობენ.
tbl.ge/1rnf
დაკოპირდა

ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომ მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება




