ვანო მერაბიშვილის საქმე

პრეზიდენტი: ამ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს პასუხისმგებელი პირები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, "სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში". პრეზიდენტის პრესსპიკერი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - თქვა მიშველაძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას, მიშველაძე პასუხობს - "ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია, ძალიან კონკრეტული პასუხი გაგცეთ - ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება".

ტაბულას კითხვაზე, "ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად კითხულობენ, როგორ წაიკითხა პრეზიდენტმა?", ეკა მიშველაძე პასუხობს, რომ "საქართველოში ზოგადად ძალიან გავრცელებულია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც კი კითხულობენ სხვადასხვანაირად. პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს კითხულობს სწორედ ისე, როგორც ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში".

კომენტარები