ვანო მერაბიშვილის საქმე

მშვენიერაძე: ECTHR-მ თქვა, რომ მერაბიშვილთან ხელისუფლებას სხვა მიზანი ამოძრავებდა

ევროსასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლთან 5.1 პუნქტის დარღვევა დაადგინა. მე-18 მუხლი გვეუბნება, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის მიზანი არ უნდა იყოს განსხვავებული თავად კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისაგან. მეხუთე მუხლთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის გამოყენების მიზანი, ბუნებრივია, არის მართლმსაჯულების ინტერესები ყოველთვის. ევროსასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილთან მიმართებით ხელისუფლების მიზანი არ იყო მხოლოდ მართლმსაჯულება, არამედ სხვა მიზნებიც ამოძრავებდა. რა შეიძლება იყოს სხვა მიზანი პოლიტიკოსთან მიმართებით, დიდი მკითხაობა არ სჭირდება. ევროსასამართლო გადაწყვეტილებებში ამ მიზნებს, როგორც წესი, არ აკონკრეტებს.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები