ვანო მერაბიშვილის საქმე

კობახიძე მერაბიშვილზე: ევროსასამართლოს პოლიტიკურ მოტივზე არაფერი უთქვამს

მე-18 მუხლთან დაკავშირებით არსად თქმულა, რომ ის დაირღვა იმიტომ, რომ მერაბიშვილი იყო პოლიტიკური მოტივით დაკავებული. არსად პოლიტიკურ მოტივზე ხაზგასმა არ არის. უბრალოდ, განხილულია ის განცხადებები და მიმართვები თითქოსდა პოლიტიკური დევნის შესახებ, რომლებსაც მხარე აგზავნიდა ევროსასამართლოში. სასამართლოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით არ გაუკეთებია შეფასება და პირიქით, თქვა, რომ ის ამ შეფასებაში არ შედიოდა. შესაბამისად, "პოლიტპატიმარი" არც გამოყენებულია და არც პოლიტიკური დევნაა აღიარებული. მე-18 მუხლის დარღვევა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის კარგი ფაქტი არ არის, მაგრამ მსგავსი შეფასება არავის გაუკეთებია, რომ თითქოს პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე იყო დარღვევა.

კომენტარები