არსებობს მიკერძოების პრობლემა, მაგრამ არსებობს უცოდინრობის პრობლემაც. ეს განსაკუთრებით იმაზე მსჯელობაში ვლინდება, თუ რას ნიშნავს გამოთქმა "პოლიტიკური პატიმარი". ჯერ ერთი, ეს არ არის ფორმალური სტატუსი, რომელსაც სასამართლო ადგენს. ეს არის შეფასება, რომელსაც საღი გონება ადგენს სამართალდაცვის მთლიან პროცესზე დაკვირვებით. მეორეც, ვინმეს "პოლიტიკურ პატიმრად" მოხსენიება არც იმის თქმას ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა და არც იმას, რომ ის დამნაშავეა. ეს, უბრალოდ, სხვა საკითხია. თანამედროვე გაგებით "პოლიტპატიმარია" ის, ვისაც სახელმწიფო პოლიტიკური მოტივით დევნის. სტრასბურგის სასამართლომ ნათლად და ცალსახად თქვა, რომ მერაბიშვილის მიმართ დევნაში კარგადაა გამოკვეთილი პოლიტიკური მოტივი. მაშასადამე, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა (და არა დაადგინა - ეს ისედაც ცხადი იყო საღი აზრის ადამიანებისთვის), რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. რაც შეეხება იმას, ჩაიდინა თუ არა ვანო მერაბიშვილმა სისხლის სამართლის დანაშაული, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს პრინციპულად არ შეუძლია ამის დადგენა. როგორც მინიმუმ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანოს მიმართ, სიმართლის დადგენის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს (სამწუხაროდ, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ვანო დღეს ციხეშია).
tbl.ge/1rjk
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია ფეისბუქზე წერს.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება




