რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: რომ არ გაფერმკრთალდეს არჩევნები, ხალვაშთან ჩემი წინადადება ძალაშია

თუ მოხდება, რომ სასამართლო დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე არჩევნები, იმის გამო, რომ თქვენ ხართ ოსტატები სიცრუის გავრცელების და საზღვარგარეთ თავისუფლად გაყიდით იმას, რომ თავისუფალ მედიას ავიწროვებენ. რომ არ დაგვჭირდეს ჩვენ ბევრი განმარტებები უცხოელებთან, რომ რეალობა ასეთი არ არის, რომ სასამართლო მიდის მესაკუთრეებს შორის, ორი ყოფილი მესაკუთრე იბრძვის სასამართლოში იმისთვის, რომ წართმეული ტელევიზია დაიბრუნონ, ეს არის რეალობა. ამ რეალობის გატანა საზღვარგარეთ ქართულ ოცნებას გაუჭირდება. ამის ოსტატები თქვენ ხართ გარეთ... ამიტომ, რომ არ გაფერმკრთალდეს ის არჩევნები, რომელიც იგეგმება. ისეთივე უნდა იყოს როგორც ორი არჩევნები ჩატარდა, ევროპული ტიპის და არ გაუჩნდეს ევროპელებს და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კითხვები, რომ არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულად. აი, ამ მიზეზით, მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებდი და ვთხოვდი ხალვაშს, რომ იქნებ გაითვალისწინოს ჩემი თხოვნა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძალაში ტოვებს მის შეთავაზებას, რომ თუ სასამართლო პროცესები არჩევნებამდე დასრულდება, მენეჯმენტის უცვლელად დატოვების სანაცვლოდ, ის მზად არის ხალვაშს ფული გადაუხადოს.

კომენტარები