ვანო მერაბიშვილის საქმე

ბაქრაძე ხელისუფლებას: ბოღმას ნუ გადააყოლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს

უკვე არა ჩვენი, არა პოლიტიკოსების, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ასეთი განაჩენი ევროპის სასამართლოს ისტორიაში არის ძალიან ცოტა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს ადეკვატურობა და საკუთარ ბოღმას ნუ გადააყოლებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები