ვანო მერაბიშვილის საქმე

უსუფაშვილი: შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის ოცნებების ნაწილი ახდა

სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ - საკუთარი სასამართლოებისაც და სტრასბურგის სასამართლოსიც, რომელსაც იურისდიქცია აქვს საქართველოზეც. ამიტომ, ვეთანხმები - არ ვეთანხმები, მომწონს - არ მომწონს, ამ შემთხვევაში, გამოსაყენებული ტერმინები აღარ არის. ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, რომ ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს ამაზე აპელირების საშუალებას და ეს კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამითი მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, არის - ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ მერე ვიღაცამ დაასკვნას, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა ახდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები