ნარკოდანაშაული

შსს: სამართალდამცველებმა ბათუმის პორტში 213 კგ ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ბათუმის პორტში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის იატაკში მოწყობილ სპეციალურ სამალავში 356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. შსს-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ნარკოტიკი ჰეროინს შეიცავს.

"დადგინდა, რომ თითოეული შეკვრის წონა, დაახლოებით, 600 გრამს შეადგენს. სულ ამოღებულია 213 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება", - აცხადებს შს სამინისტრო.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-iს 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.

კომენტარები