Check in Georgia

პრემიერი: სახელმწიფო სექტორი ცოტა მეტად უნდა დაეხმაროს კერძო სექტორს

პროექტი Check in Georgia გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პოპულარული შემსრულებელი, ეს არის მთელი რიგი შემსრულებლების, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენები. ეს უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდისკენ. ბათუმმა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება ნახა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან, კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე, პროექტ Check in Georgia-ს შესახებ.

კომენტარები