Check in Georgia

Black Sea Arena-ზე ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთები 20 აპრილიდან გაიყიდება

Black Sea Arena-ს სცენაზე 19 მაისს  Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი საკულტო იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.

ენიო მორიკონესთან ერთად საქართველოში რომის სიმფონიური ორკესტრის 121 წევრი ჩამოვა. კონცერტში მონაწილეობას საქართველოს ოპერის 70-კაციანი გუნდიც მიიღებს. 

მორიკონე ისეთი ცნობილი ფილმების კომპოზიციების ავტორია, როგორიცაა "ერთხელ ამერიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "ერთხელ დასავლეთში" და სხვ.

კონცერტის ბილეთების შეძენა 20 აპრილის დილის 09:00-დან tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

კომენტარები