Check in Georgia

ბიუჯეტი ლუ ბეგას, სტეფანეს, წურწუმიას და სხვათა კონცერტებს 360 ათასით დააფინანსებს

Billboard

ბიუჯეტით სუბსიდირებული კონცერტების სახელმწიფო პროგრამა check in Georgia გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებულ პროექტებს სახელმწიფო კონცერტების ორგანიზებისთვის ფულს გადაუხდის. სახელმწიფო დააფინანსებს კონცერტების მარკეტინგსა და მათთვის დარბაზის დაქირავებას. კერძოდ, Black Sea Arena-ს დაქირავება 45,000 ლარი, ფილარმონიის 25,000 ლარი, ხოლო ბათუმის მუსიკის სახლის დაქირავება კი 7,000 ლარი ჯდება. საერთო ჯამში 15 კონცერტია დაგეგმილი.

კონცერტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • 20 მაისი ლელა წურწუმიას შოუ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 29 მაისი გიო ხუციშვილის სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 31 მაისი ქართული ცეცხლი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 7 ივნისი სტეფანეს სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 12 ივნისი ჯგუფ Reggaeone -ის 10 წლის საიუბილეო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 13 ივნისი სტეფანეს სოლო კონცერტი ბათუმის მუსიკის სახლი;
  • 23 ივნისი 33ა და ნიაზ დიასამიძე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 24 ივნისი ბოლივუდის ვარსკლვალვის ჰემა მილანის შოუ და სუხიშვილები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 31 ივლისი ნიაზ დიასამნიძის 33ა -სა და პოლონური ჯგუფ ვოლოსის ერთობლივი კონცერტი. Black Sea Arena;
  • 28 სექტემბერი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთის სოლო კონცერტი ქართული გენი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 5 ოქტომბერი ჯგუფ სახე - ს სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 6 ოქტომბერი ლუ ბეგა თბილისში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 7 ოქტომბერი ანსამბლი დავით კენჭიაშვილი და მეგობრები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 14 ოქტომბერი მერაბ სეფაშვილის შემოქმედების 40 წლისთავთან დაკავშირებული სოლო კონცერტი "გაიღიმე" ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი;
  • 23 ნოემბერი ლელა წურწუმიას შოუ ბათუმის მუსიკის სახლი.

წარმოდგენილი ხარჯები მხოლოდ დარბაზის დაქირავების ხარჯებს წარმოადგენს. დაზუსტებული მონაცემები თუ რას დახარჯავს სახელმწიფო ამ კონცერტების მარკეტინგზე ჯერ ცნობილი არაა. 

2018 წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს - ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება იმ ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

Check in Georgia მთავრობამ 2016 წელს დაიწყო, მაშინ პროექტი 28 მილიონი ლარით დაფინანსდა და მის ფარგლებში კონცერტები გამართეს Maroon 5-მა, რობი უილიამსმა, ეროს რამაზტომა და ხოსე კარერასმა.

პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდა, თუმცა მასში ცვლილება შევიდა და კერძო სპონსორების წილი არტისტების ჩამოყვანაში გაიზარდა. 2017-ში კონცერტი გამართა Aerosmith-მა, ასევე დაფინანსდა Gem Fest-ი, სადაც DJ-ეებს საერთო ჯამში 2 მილიონი ლარის ჰონორარები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ: Axwell & Ingrosso, Martin Garrix, Steve Aoki და სხვები.

კომენტარები