თეორემა

დაიცავი თავისუფლება ახალციხეში

პლატფორმის - დაიცავი თავისუფლება - ორგანიზებით, ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი ჩატარდა. ახალციხის მერია პლატფორმას კონცერტის ჩატარებაზე უარს ეუბნებოდა. თვითმმართველობა ერთ-ერთ მიზეზად "ღონისძიების გეგმის არარსებობას ასახელებდა. გარდა ამისა, ახალციხის მერიის განცხადებით, პლატფორმას ნებართვის ასაღებად ხუთი დღით ადრე უნდა მიემართა. მას შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად შეაფასეს და პლატფორმის წევრებმა წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში ჩააყენეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დაიხია. 3 დღის მანძილზე ამ პლატფორმის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას ვხვდებოდით - მიზანი მათი პრობლემების უკეთ გაგება და დახმარების მცდელობა იყო.

სტუმრები: თამარ ჩერგოლეიშვილი და გიორგი ნონიაშვილი

კომენტარები