რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია რ2-ზე: ჩვენ სასამართლოს ვერ მივუთითებთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ჩვენ სასამართლოს ვერ მივუთითებთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სასამართლო გადაწყვეტილების დროს ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა. თუ საქმე არ სრულდება მორიგებით, ასეთ შემთხვევაში, აბსოლუტურად ნორმალურია, როდესაც მეორე მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში რა არის შემდეგი ეტაპი - კიდევ ერთი ინსტანცია, რომელიც არსებობს საქართველოში - უზენაესი სასამართლო. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ტელეკომპანიის მენეჯმენტი, სტრატეგია, ოპოზიციური განწყობა არ იყოს რაიმე ფორმით ხელშეშლილი. თუ ამისთვის რაიმე ტიპის გარანტიები იყო საჭირო, პირველ რიგში, ფინანსურ გარანტიებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. მან თქვა, რომ თავის მხრივ მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

რუსთავი 2-ის საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია საუბრობს.

კომენტარები