ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთი ან რამდენიმე ლიდერის პარტია

მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეს შიდა პარტიულ დაპირისპირებებზე და მან თქვა, ის, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთი ლიდერის ან თუნდაც რამდენიმე ლიდერის ან ბელადების პარტია. ეს არის პარტია, რომელსაც აერთიანებს ფუნდამენტური პოლიტიკური შეხედულებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. 2012 წელს, არჩევნებში მარცხის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში დაიწყო პარტიის შიდა რეფორმირება და პარტიამ გადადგა ჩვენს უახლეს ისტორიაში საკმაოდ უპრეცედენტო ნაბიჯები ამ რეფორმის მიმართულებით, ეს რეფორმა არაა დასრულებული და ეს რეფორმა, მოკლედ რომ გითხრათ, გულისხმობს კოლექტიურ მმართველობაზე გადასვლას - გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ საბჭოში, ხშირად ცხარე დისკუსიების შედეგად, მეორე - ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, საარჩევნო სიის ფორმირება, იქნა მიღებული ერთი შეხედვით საკმაოდ რთული, თუმცა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებული წესები, მაგალითად, სიის ფორმირება აღარაა დამოკიდებული ერთ ან რამდენიმე ლიდერზე, დამოკიდებულია წინა არჩევნების შედეგებზე, შიდა პარტიულ პროცედურებზე და შიდა პარტიულ დემოკრატიის შედეგებზე, ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც ნაციონალური მოძრაობა განვითარდა. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობა არაა ერთი ბელადის ან რამდენიმე ლიდერის პარტია, არის პარტია იმ ადამიანებისა, ვინც ამ პარტიის ნაწილებად თვლიან თავს. ბუნებრივია, პარტიაში არიან მსხვილი, საშუალო, დამწყები ლიდერები და ეს ყველაფერი დინამიკაშია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები