თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე 44 წლის მამაკაცი მოკლეს. პოლიციამ 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1972 წელს დაბადებულ იგორ ნ.-ს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. იგორ ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





