საკონსტიტუციო სასამართლო

GDI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის ძალადაკარგულად გამოცხადებას ითხოვს. GDI-ის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მრავლად შეიცავს ისეთ ნორმებს, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დროულ და ეფექტურ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნორმათა მნიშვნელოვან ნაწილზე არაფერი თქმულა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოშიც.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოამზადებული კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც შეეხება თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის აკრძალვის კონსტიტუციურობას, 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ავტომატური შეწყვეტის კონსტიტუციურობას, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებთ პლენუმის იურისდიქციისა და ნორმათა მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე შეჩერების შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით პლენუმის იურისდიქციის კონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის არსებული მოდელის კონსტიტუციურობას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ტექსტის გამოქვეყნების ვალდებულების კონსტიტუციურობას, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი კვორუმის კონსტიტუციურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადების კონსტიტუციურობას და სხვა", - აცხადებს GDI.

კომენტარები