ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: კვირიკაშვილში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე

გიორგი კვირიკაშვილი, თუ გნებავთ, ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების და სწორედ იმის უანგარობის და განწყობის იმისა, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად, შეიძლება, მე უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ ნაკლები შეძლების გიორგის არანაკლები განწყობა აქვს ჩემზე. მხოლოდ ამისთვის არის მთავრობაში და არ არის მარტო გიორგი ესეთი. არიან კიდევ სხვა მთავრობის წევრებიც, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემთვის თუ გნებავთ, ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში. იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და, ამავდროულად, არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და ესე შემდგომ. მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ დღეს ის მთავრობის მეთაური, დაგარწმუნებთ ამაში და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მოემსახუროს საკუთარ ქვეყანას. სწორი გზით წაიყვანოს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები