აბა, ნახეთ - პრემიერმინისტრი(ვანო მერაბიშვილი) გახლავთ ციხეში, შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ციხეშია, თავდაცვის მინისტრი, ქალაქის მერი, პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი დევნაშია და ა.შ და ამ დროს, ძალიან ახლოს ვართ, რომ ევროპაში უვიზოდ ვიმოგზაუროთ და მსოფლიოში და ევროპაში ეჭვი არ შეაქვთ იმაში, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება. ამის მოხერხება იყო საოცრება. ერთი წელი ვიყავი პრემიერმინისტრი და 90% დროს ამ მიმართულებით ვხარჯავდი, ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ობიექტური პასუხი გამეცა, რა ხდება და როგორ ხდება. აღშფოთებული იყვნენ. 4 წელი გავიდა და ყველა შეეგუა და ყველამ გაიგო, რა ხდებოდა საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია
ივანიშვილი: ამდენი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეშია და ეჭვი არ შეაქვთ დემოკრატიაში
tbl.ge/1ria
დაკოპირდა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტექნოპარკში დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია
- ივანიშვილი: რუსეთმა შეიძლება, დამოკიდებულება დროში შეიცვალოს
- ივანიშვილი ქორწინების დეფინიციაზე რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა
- ივანიშვილი: ლევან მურუსიძის თემა ხელოვნურადაა ანგაჟირებული
- ივანიშვილი: ვერავინ იტყვის, რომ რუსეთში კანონი დავარღვიე, სინდისით ვმუშაობდი