რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე R2-ის საქმეზე: გვახსოვს წინა ხელისუფლება როგორ იქცეოდა, ეს დრო აღარაა

ძალიან კარგია, რომ რუსთავი 2-ის საქმე შუქდება და საზოგადოებას ინფორმაცია ინტენსიურად მიეწოდება. ამ საქმის დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვიცი – თუ ადამიანებს, რაღაც სადაო აქვთ, სხვაგან ვერ იდავებენ, თუ არა სასამართლოში. ჩემი დამოკიდებულება თუ გნებავთ, იქნებ სადღაც უკეთესიც ყოფილიყო, ამ აურზაურის და აჟიოტაჟის გამო, არჩევნებამდე რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულიყო. თუმცა, ბოდიშს ვიხდი და ესეც შეიძლება ზეწოლად იყოს აღქმული. ვიდრე სასამართლოში მიდის დავა, არ შეიძლება ჩვენ პოზიციები გამოვხატოთ. ხომ გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკოსები როგორ მოუწოდებდნენ – ეს დაიჭირეთო? პრეზიდენტი მოუწოდებდა ყველანი ციხეშიო. ეს დრო ქვეყანაში აღარ არის.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში

კომენტარები