ჩაშლილი ფესტივალი

მღვდელი ფესტივალის ჩაშლაზე: ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ სასაფლაოზე

კონცერტის არანაირი პრობლემა არ არის გამართვის, მაგრამ ადგილები ამისთვის არსებობს ხომ?! რომ გამოიყოს სახელმწიფოს მხრივ . ეს იყო სასაფალაოსა და მონასტერს შორის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქართველი ადამიანებისთვის არის წმინდათა-წმინდა ადგილი და მათ შეურახყოფას არავინ არ აპატიებს. იყო შემთხვევები ჩვენი თვალით ვნახეთ, ზოგი შარდავდა, ზოგი ერთმანეთს კოცნიდა და ეხვეოდა სასაფლაოს ტერიტორიაზე და მივუთითეთ, დავაშოშმინეთ და მადლობა ღმერთს, რომ იქ არაფერი არ მოხდა. რატომ ჩაიშალა, ვერ გეტყვით. 

მღვდელი გიორგი რაზმაძე გუშინ სასულიერო პირების მიერ ჩაშლილი ფესტივალის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა კურიერში.

კომენტარები