ძალადობა

Jinjer: პოლიცია შოკისმომგვრელი იყო, უბრალოდ აკვირდებოდნენ მოვლენებს

jinjer

უკრაინული მუსიკალური ბენდი ზაჰესში ჩაშლილ ფესტივალზე პოლიციის უმოქმედობას უსვამს ხაზს - სწორედ ამ მუსიკოსების დაკვრისას შეწყდა ფესტივალი, რადგან ასე სასულიერო პირებმა და მრევლმა მოითხოვა. 

"პირველად მრავალი წლის მანძილზე, ჯინჯერის გამოსვლა რელიგიური ფანატიკოსების თავდასხმის გამო შეწყდა. Tbilisi JAM Fest მხოლოდ იმის გამო ჩაიშალა, რომ ახლოს მდებარე მონასტერს ის არ მოსწონდა. მღვდლებმა თან გაბრაზებული ხალხი მოიყვანეს და მათ ფესტივალის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს ყველა ნებართვა ჰქონდა აღებული, ფანატიკოსებმა უბრალოდ გაწყვიტეს ელექტროენერგია. ყველაზე შოკისმომგვრელი პოლიცია იყო, რომელიც უბრალოდ აკვირდებოდა მოვლენებს. სამწუხაროა, რომ საქართველოში, ქვეყანაში რომელიც ცივილიზებული ჩანდა, რელიგიას უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე კანონს. იმედი გვაქვს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ალტერნატიულ ადგილს იპოვნიან და ჩვენ შეგვეძლება მუსიკის დაკვრა სანამ უკან, უკრაინაში დავბრუნდებით." - წერენ ჯგუფის წევრები. 

 

კომენტარები