ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ჟორჟოლიანი: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო, ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რასაკვირველია, პოზიტიურად შევაფასებდი. ჩვენ სამართლებრივად ყველა ინსტანციაში საერთაშორისო ასპარეზზე და ა.შ. ვაგრძელებთ ჩვენი უფლებებისათვის ბრძოლას, მაგრამ, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც წარვმართეთ ჩვენს მეზობლებთან და მათ შორის რუსეთთან, არის საფუძველი იმისა, რომ დღეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება. ასე რომ, ვიზიარებ ბატონი ბიძინას მოსაზრებას. ეს მხოლოდ ჩემი და ბატონი ბიძინას პოზიცია არ არის, ეს ჩვენი პოლიტიკური კურსია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, სადაც მან თქვა, რომ „ჩვენი ტრადიცია არ არის რუსეთთან დაპირისპირება, უნდა დაველოდოთ სწორ დროს, როდესაც რუსეთი და დასავლეთი გააანალიზებს, რომ საქართველო უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის წევრი".

კომენტარები