არაფორმალური მმართველობა

ივანიშვილი: პრემიერმა რომ ჩემი აზრი მოისმინოს, ამაში არაფერი სახიფათო არ არის

ყოფილი პრემიერმინისტრი ჩემს რჩევებს არ ისმენდა ხშირად. დღევანდელი პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით, აბსოლუტურად პრინციპულია და ნურავის ექნება ეჭვი, რომ მე ვურეკავ კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ, ღმერთმა დამიფაროს. ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს, მასაც ჰქონდა კომპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას, ასევე მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს. არ ხდება ისე, რასაც გიხატავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. არ ხდება ის, რასაც საუბრობს რუსთავი ორი. ის, რომ მე შეიძლება დამირეკოს და შემეკითხოს, ამაში არაფერი დანაშაული არ არის. მთელ მსოფლიოში ხდება ამის მსგავსი რამ. ან შეიძლება, იშვიათად შეხვედრაც მთხოვოს და რაღაც საკითხებზე ჩემი აზრი მოისმინოს, ამაში არაფერი სახიფათო არ არის, მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი და მას აქვს აბსოლუტური განწყობა, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს ხოლოდ კვირიკაშვილი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები