თეორემა

რა უნდა გაკეთდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ

სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია რუსმა ოკუპანტმა მოკლა. ხელისუფლებაში ამ მკვლელობას ჯერ გამონაკლისი შემთხვევა უწოდეს, საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ კი ნათქვამი თითქოს გამოასწორეს და მკვლელის გამოვლენის გარდაუვალობაზე ალაპარაკდნენ. როგორ უნდა აირიდოს მსგავსი შემთხვევები სახელმწიფომ თავიდან და როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, თუ ასეთი რამ მოხდა - ამ თემებზე ვისაუბრეთ ჩვენს სტუმრებთან საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელ პაატა გაფრინდაშვილთან, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილთან და დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ერთად.

კომენტარები