სტიქია

ძლიერმა სეტყვამ ქარელის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა

signagi,info

ძლიერმა სეტყვამ ქარელის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა. ყველაზე მეტად სოფელი რუისი დაზარალდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნახევარსაათიანი სეტყვის შედეგად მთლიანად განადგურდა ყურძნის, ატმის და ვაშლის მოსავალი. ასევე, ბოსტნეული კულტურები. გარდა ამისა, ხანგრძლივი სეტყვის გამო, საძოვარზე გაყვანილი პირუტყვი გაიფანტა და მწყემსები რამდენიმე ათეულ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ამ დრომდე ეძებენ.

რუისის გარდა, ასევე დაზარალდა ლეთეთი, აფნისი, ბებნისი, ქვემო ხვედურეთი და მუნიციპალიტეტის ცენტრი - ქარელი.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები