დუბაი

3D პრინტერით დაბეჭდილი პირველი ოფისი დუბაიში გაიხსნა

დუბაის მთავრობა,

3D პრინტერით დაბეჭდილი პირველი საოფისე შენობა დუბაიში გაიხსნა. 250-კვადრატულმეტრიანი ოფისის შექმნა $140 ათასი დაჯდა. ოფისი დუბაის "მომავლის მუზეუმის" ეზოში მდებარეობს.

3D პრინტერის მეშვეობით საოფისე შენობის დაბეჭდვდის იდეა 2015 წლის ივლისში გაჩნდა. შენობის პროექტის მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდა, უშუალოდ ბეჭდვას კი - 17 დღე. 

დუბაი 2030 წლისთვის გეგმავს, რომ მისი შენობების ერთი მეოთხედი 3D პრინტერის მეშვეობით იყოს დამზადებული. 

კომენტარები