დუბაი

დუბაის პოლიცია პატრულირებას Lamborghini-ით შეუდგა

დუბაის პოლიციას, ქალაქის მკვიდრთა უსაფრთხოების დაცვაში ავტომობილი Lamborghini Aventador დაეხმარება. იტალიური სუპერმანქანა, რომელსაც 700 ცხენის ძალა აქვს და საათში 217 მილის სიჩქარის განვითარება შეუძლია, უკვე დუბაის პოლიციის ოფიცრებს პატრულირებისთვის დაურიგდეთ.

Lamborghini საშუალოდ 550 000 დოლარი ღირს. დუბაის პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი ქალაქის რეპუტაციას წაადგება.

 

კომენტარები